“ამ შინაარსის ბანერის გამოფენა საქართველოში რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის პირდაპირი გაგრძელებაა”

"ამ შინაარსის ბანერის გამოფენა საქართველოში რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის პირდაპირი გაგრძელებაა"

გა­მო­ცე­მა “დო­სი­ემ” გა­ავ­რცე­ლა მა­სა­ლა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი” მნიშ­ვნე­ლო­ვან და­ფი­ნან­სე­ბას იღებს რუ­სე­თი­დან. ამ მა­სა­ლა­ზე დაყ­რდნო­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გან­ცხა­დე­ბა უკვე შე­ი­ტა­ნა “ევ­რო­პულ­მა სა­ქარ­თვე­ლომ” და გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა მო­ი­თხო­ვა. “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის” ლი­დე­რი ირმა ინაშ­ვი­ლი არ უარ­ყოფს, რომ მათ პარ­ტი­ას რუ­სე­თის სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნი­აც ემ­სა­ხუ­რე­ბა, თუმ­ცა 8-მი­ლი­ონ­დო­ლა­რი­ა­ნი და­ფი­ნან­სე­ბის სა­კითხს ის სა­ა­კაშ­ვი­ლი-ბო­კე­რი­ას მი­ზან­მი­მარ­თულ თავ­დას­ხმად მი­იჩ­ნევს. ამას­თან­ვე, ამ ცოტა ხნის წინ, “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სმა“ აჭა­რა­ში სა­არ­ჩევ­ნო ბა­ნე­რე­ბი გა­ნა­თავ­სა, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის მსგავ­სად, აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კაც წით­ლად იყო მო­ნიშ­ნუ­ლი და ეწე­რა: „და­ი­ცა­ვი აჭა­რა! და­ი­ცა­ვი შენი წილი სა­ქარ­თვე­ლო!“ პარ­ტი­ის ერთ-ერთი ლი­დე­რის ინაშ­ვი­ლის თქმით, მათ პრო­ვო­კა­ცია მო­უ­წყვეს და ბა­ნერ­ზე აჭა­რა წით­ლად არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო მო­ნიშ­ნუ­ლი, თუმ­ცა ეს ში­ნა­არსს დი­დად არ ცვლის. შე­გახ­სე­ნებთ, ბა­ნე­რე­ბი უკვე ჩა­მოხ­სნი­ლია. ამ სა­კი­თხზე გა­ზეთ “კვი­რის პა­ლიტ­რას­თან” ექ­სპერ­ტმა ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძემ ისა­უბ­რა. გტა­ვა­ზობთ ამონ­რიდს ინ­ტრე­ვი­უ­დან:

– რუ­სე­თის ჩა­რე­ვა სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის არ­ჩევ­ნებ­ში არა ვა­რა­უ­დი, არა­მედ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტია. ამა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ გერ­მა­ნი­ის, ბრი­ტა­ნე­თის, იტა­ლი­ის, აშშ-ისა და სხვა ქვეყ­ნე­ბის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი. სხვა თუ არა­ფე­რი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვუ­ყუ­რებ­დით, ამე­რი­კის კონ­გრეს­ში რო­გორ მი­დი­ო­და გა­მო­ძი­ე­ბა ტრამ­პის 2016 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ა­ში რუ­სე­თის ჩა­რე­ვის თა­ო­ბა­ზე. დაჰ­კი­თხეს ტრამ­პის უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვა, ზო­გი­ერთს გა­დად­გო­მა­მაც მო­უ­წია…როცა აშშ-ში ასე­თი დი­დია რუ­სე­თის გავ­ლე­ნა, ბუ­ნებ­რი­ვია, გა­ცი­ლე­ბით დიდი და სა­ში­ში იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თა­ნა ქვეყ­ნებ­ში. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან სა­ყუ­რა­დღე­ბო მა­სა­ლაა. გა­მო­ძი­ე­ბა უპირ­ვე­ლე­სად “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის” ინ­ტე­რეს­ში უნდა იყოს, თუ ეს მარ­თლაც ცი­ლის­წა­მე­ბაა, რო­გორც ისი­ნი ამ­ტკი­ცე­ბენ. ამ მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ძალ­ზე ყუ­რადსა­ღე­ბია “რჩე­ვე­ბი”, რომ­ლებ­საც ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა რუსი ე.წ. კონ­სულ­ტან­ტე­ბის­გან იღებს. გა­მოვ­ყოფ ერთ რჩე­ვას: ამომ­რჩევ­ლებ­ში და­პი­რის­პი­რე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა და მათ შო­რის შუღ­ლის გაღ­ვი­ვე­ბა – ამ­გვა­რი მიდ­გო­მა რუ­სუ­ლი ხე­ლის ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია. ამ­გვა­რად იქ­ცე­ვა ის თით­ქმის ყველ­გან, ამას აკე­თებს ამე­რი­კა­შიც, სა­დაც სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი უკვე იძი­ე­ბენ რუ­სულ კვალს ფე­რად­კა­ნი­ა­ნებ­სა და თეთრკა­ნი­ა­ნებს შო­რის ხე­ლოვ­ნუ­რად ინ­სპი­რი­რე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში.

რაც დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა – სა­ზო­გა­დო­ე­ბის მცი­რე სეგ­მენ­ტე­ბად და­ყო­ფა და და­პი­რის­პი­რე­ბის­თვის ახალ-ახა­ლი თე­მე­ბის გა­ჩე­ნა – ზუს­ტად რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გია, რომ­ლის მი­ზა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ნა­წევ­რე­ბით, ერ­თმა­ნეთ­თან წა­კი­დე­ბით სა­ხელ­მწი­ფოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბას შე­უ­შა­ლოს ხელი.

მტყუ­ან-მარ­თლის გარ­ჩე­ვას ჩვენ ვერ და­ვი­წყებთ, ეს გა­მო­ძი­ე­ბის საქ­მეა, ისე კი, ამ მა­სა­ლის სა­ფუძ­ველ­ზე უამ­რა­ვი სხვა კი­თხვა ჩნდე­ბა. მა­გა­ლი­თად, რა გზით შე­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი ფული? აქ იმ­დე­ნად “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის” პრობ­ლე­მა არ დგას – არ იქ­ნე­ბო­და ეს ძალა, იქ­ნე­ბო­და სხვა. უმ­თავ­რე­სი პრობ­ლე­მა სა­ხელ­მწი­ფოს მოშ­ლის ცდაა. ის­მის კი­თხვა, რამ­დე­ნად და­ცუ­ლია სა­ზღვრე­ბი? თუ მარ­თა­ლია ამ თან­ხებ­ზე ლა­პა­რა­კი, ბან­კით ხომ ვერ გად­მო­ი­რი­ცხე­ბო­და? გარ­და ამი­სა, რო­გორ გა­და­ვიდ­ნენ აფხა­ზეთ­ში “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის” ლი­დე­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბის გა­რე­შე? გა­ვი­გეთ, რომ რუ­სე­თი ეხ­მა­რე­ბო­და, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის როლი რაში მდგო­მა­რე­ობს?

ახ­ლა­ხან უკი­დუ­რე­სად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი სტა­ტია გა­მოქ­ვეყ­ნდა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ამე­რი­კულ ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა­ში – ეს არის ინ­ტერ­ვიუ ევ­რო­პა­ში აშშ-ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ყო­ფილ სარ­დალ ბენ ჰო­ჯეს­თან. ამე­რი­კე­ლი გე­ნე­რა­ლი ამ­ბობს, ბე­ლა­რუს­ში შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ ბე­ლა­რუ­სი შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლომ ჩა­ა­ნაც­ვლოს რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნი­სა და ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის ზრდის თვალ­საზ­რი­სი­თო. ის პირ­და­პირ ამ­ბობს, რომ რუ­სე­თი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ორ გლო­ბა­ლურ პრო­ექტს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს გე­ო­პო­ლი­ტი­კურ მნიშ­ვნე­ლო­ბას მსოფ­ლი­ო­ში ძალ­ზე გაზ­რდის და ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტია იქ­ნე­ბა. იგუ­ლის­ხმე­ბა ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის პრო­ექ­ტი და ბოჭ­კო­ვან-ციფ­რუ­ლი კა­ბე­ლის გაყ­ვა­ნა. ჰო­ჯე­სის თქმით, რუ­სე­თი ორი­ვე პრო­ექტს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა და სწო­რედ მისი გავ­ლე­ნით უშ­ლის ხელს მათ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ცო…

მძი­მე შე­ფა­სე­ბე­ბის მეტი რა მოგ­ვის­მე­ნია ბოლო თვე­ებ­ში, მაგ­რამ ეს არის ერთ-ერთი უმ­ძი­მე­სი, თუ ყვე­ლა­ზე მძი­მე არა. უკი­დუ­რე­სად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი პროგ­ნო­ზია და სამ­წუ­ხა­როდ, არ არის უნი­ა­და­გო.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, გლო­ბა­ლუ­რად შევ­ხე­დოთ იმას, თუ რამ­დე­ნად ღრმად მო­ექ­ცა სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის გავ­ლე­ნის სფე­რო­ში და რამ­დე­ნად და­ცუ­ლია სა­ზღვრე­ბი. ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე ფაქ­ტობ­რი­ვად ჩა­ვა­ბა­რეთ რუ­სეთს, ცხა­დია: კრემ­ლი თით­ქმის სრუ­ლად აკონ­ტრო­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცეს, ხლეჩს და აპი­რის­პი­რებს ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. რო­მე­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი ლი­დე­რის მი­მარ­თაც დას­ჭირ­დე­ბა, ისეთ ქვის სრო­ლას და­ი­წყებს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა ამ ლი­დე­რის ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მა. გარ­და ამი­სა, უფრო უა­რე­სა­დაც გვქო­ნია საქ­მე – უკონ­ტრო­ლოდ შე­მო­სულ რუ­სულ ფულს ვგუ­ლის­ხმობ. ინაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, 6 პი­არ­კამ­პა­ნია გვემ­სა­ხუ­რე­ბა, მათ შო­რის ამე­რი­კუ­ლი და ის­რა­ე­ლუ­რიო. მერ­წმუ­ნეთ, ეს ძა­ლი­ან ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაა, შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან ბევ­რი ეჭვი ჩნდე­ბა.

ამ ეჭ­ვებს ამ­ტკი­ცებს “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის” პლა­კა­ტიც აჭა­რა­ში, რო­მელ­ზეც ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­თან ერ­თად წი­თე­ლი ხა­ზით შე­მო­ხა­ზეს აჭა­რა და მი­უ­თი­თეს, რომ თით­ქოს ჩვენს ამ რე­გი­ონს თურ­ქე­თი­დან საფრ­თხე ემუქ­რე­ბა, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის ძირ­გა­მომ­თხრე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის პირ­და­პი­რი გაგ­რძე­ლე­ბაა, იმ რუ­სუ­ლი სცე­ნა­რით მოქ­მე­დე­ბა, რისი ნიშ­ნე­ბი აქამ­დეც ჩან­და, მაგ­რამ არა ასე მკა­ფი­ოდ. ისე, აქ ის­რე­ბიც სა­ში­შია, არა მარ­ტო ფე­რე­ბი.

თუმ­ცა მე მარ­ტო “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სამ­დე” არ და­ვიყ­ვან­დი ამ პრობ­ლე­მას. ეს გა­ცი­ლე­ბით მას­შტა­ბუ­რი, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რუ­სეთ­თან ე.წ. ღია სა­ზღვრე­ბის პო­ლი­ტი­კის პრობ­ლე­მაა.