“ბადრი ესებუამდე მისმა მოგვარემ გაეროს ოთხი სამხედრო დამკვირვებელი აიყვანა მძევლად” – ამბავი, რომელმაც 22 წლის წინ მსოფლიო დონის რეზონანსი გამოიწვია

"ბადრი ესებუამდე მისმა მოგვარემ გაეროს ოთხი სამხედრო დამკვირვებელი აიყვანა მძევლად" - ამბავი, რომელმაც 22 წლის წინ მსოფლიო დონის რეზონანსი გამოიწვია

უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ხილ­ვის სა­გა­ნია ზუგ­დიდ­ში მომ­ხდა­რი ამ­ბა­ვი, რომ­ლის მთა­ვა­რი ფი­გუ­რან­ტი ბად­რი ესე­ბუაა. სწო­რედ ის არის ბრალ­დე­ბუ­ლი “სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე” მომ­ხდარ თავ­დას­ხმა­ში.

მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნი­სა და და­კა­ვე­ბის მიზ­ნით, პო­ლი­ცია სპე­ცი­ა­ლურ ოპე­რა­ტი­ულ, სა­გა­მო­ძი­ე­ბო და სამ­ძებ­რო მოქ­მე­დე­ბებს აქ­ტი­უ­რად გა­ნაგ­რძობს.

შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, და­ნა­შა­უ­ლის მუხ­ლი გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და და მის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტე­რო­რის­ტულ აქტს, ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით, მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

შე­საძ­ლოა ბევ­რმა არ იცის, რომ 22 წლის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­დევ ერთი, მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და, რო­მე­ლიც ასე­ვე გვა­რად ესე­ბუ­ამ ჩა­ი­დი­ნა და მა­შინ იმ ამ­ბავ­მა მსოფ­ლიო მო­იც­ვა.ასევე დაგაინტერესებთ

სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი მოვ­ლე­ნებს “კვი­რის პა­ლიტ­რის” ბლოგ­ში იხ­სე­ნებს:

1998 წელი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლი გა­მოდ­გა. ჯერ იყო და, 9 თე­ბერ­ვალს თბი­ლის­ში, კრწა­ნის­თან პრე­ზი­დენტ შე­ვარ­დნა­ძის შე­ჯავ­შნულ “მერ­სე­დესს” ცხვირ­ში ყუმ­ბარ­სა­ტყორ­ცნის კუ­მუ­ლა­ცი­ურ­ქო­ბი­ნი­ა­ნი რა­კე­ტა მო­არ­ტყეს, ათ დღე­ში სა­მეგ­რე­ლო­ში გა­ე­როს ოთხი სამ­ხედ­რო დამ­კვირ­ვე­ბე­ლი მძევ­ლად აიყ­ვა­ნეს და სო­ფელ ჯი­ხაშ­კარ­ში ჰყავ­დათ გა­მო­კე­ტი­ლი, რა­მაც მსოფ­ლიო დო­ნის რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია. მა­ის­ში გალ­ში ნამ­დვი­ლი ომი და­ი­წყო, ინ­ტენ­სი­უ­რი სრო­ლი­თა და ქარ­თვე­ლე­ბის სახ­ლე­ბის გა­დაწ­ვით, ხოლო აგ­ვის­ტო­ში – ამ­ჯე­რად კაკო ელი­ა­ვამ – სე­ნა­კის ბრი­გა­დი­დან ტან­კე­ბი “მო­ი­პა­რა” და ქუ­თა­ი­სის­კენ დაძ­რა…

რო­გორც სამ­ხედ­რო ჟურ­ნა­ლისტს, ყვე­ლა ამ მოვ­ლე­ნის ეპი­ცენ­ტრში მო­მი­წია ყოფ­ნა, შე­ვარ­დნა­ძის აფეთ­ქე­ბუ­ლი “მერ­სე­დე­სის” იმა­ვე ღა­მეს დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­დან ელი­ა­ვას “მო­პა­რუ­ლი” ტან­კე­ბის სე­ნა­კის ბრი­გა­და­ში დაბ­რუ­ნე­ბის ჩათ­ვლით, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე თავ­გა­და­სავ­ლი­ა­ნი მა­ინც ჯი­ხაშ­კარ­ში, ტე­რო­რის­ტებ­თან და უცხო­ელ მძევ­ლებ­თან მა­ლუ­ლად შე­პარ­ვა აღ­მოჩ­ნდა.

სო­ფელ­თან ძი­რი­თა­დი მი­სას­ვლე­ლე­ბი ში­ნა­გა­ნი ჯა­რე­ბის მებ­რძო­ლებ­სა და პო­ლი­ცი­ას ჰქონ­და გა­და­კე­ტი­ლი და “კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის” ექ­სკლუ­ზი­უ­რი მა­სა­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად, ორმა ჟურ­ნა­ლის­ტმა და ფო­ტოგ­რაფ­მა ტყე-ღრე შე­მოვ­ლი­თი გზე­ბით ვი­ა­რეთ, ჯი­ხაშ­კარ­ში მე­ბო­ნი­ას სახ­ლის­თვის რომ მიგ­ვეგ­ნო, სა­დაც გა­ე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჰყავ­დათ მძევ­ლად აყ­ვა­ნი­ლი.

ად­გილ­ზე ისე­თი სუ­რა­თი დაგ­ვხდა, რომ მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ა­ში მძევ­ლო­ბა­გა­მოვ­ლი­ლი ვერ­ცერ­თი ადა­მი­ა­ნი ვერ და­იკ­ვეხ­ნი­და – მეგ­რუ­ლი სტუ­მარ­თმას­პინ­ძლო­ბით გაშ­ლილ სუფ­რას­თან “სტოკ­ჰოლ­მის სინ­დრო­მი” ზე­ნი­ტში იყო ასუ­ლი მძე­ვალ-ტე­რო­რის­ტი ერ­თმა­ნეთს ჭი­ქას უჭა­ხუ­ნებ­და და მე­გობ­რო­ბას ეფი­ცე­ბო­და…

მსოფ­ლი­ოს ტე­რო­რიზ­მის ის­ტო­რი­ა­ში ამ ერთ-ერთი, ყვე­ლა­ზე და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ფაქ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი კი გოჩა ესე­ბუა გახ­ლდათ, რო­მე­ლიც 1991 წლი­დან პრე­ზი­დენტ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მხა­რეს იბ­რძო­და, მას გაჰ­ყვა ჩეჩ­ნეთ­ში და იქ მო­ამ­ზა­და ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც 1998 წლის 9 თე­ბერ­ვალს თბი­ლის­ში პრე­ზი­დენტ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის კორ­ტეჟს თავს და­ეს­ხა.

გოჩა ესე­ბუა ინ­ტერ­ვი­უს მძევ­ლებ­თან ერ­თად აძ­ლევს უცხო­ელ ჟურ­ნა­ლისტს

რო­დე­საც შსს-მ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ნა­ცხა­და, რომ 2020 წლის 21 ოქ­ტომ­ბერს ზუგ­დიდ­ში, “სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის” ფი­ლი­ალ­ზე თავ­დას­ხმი­სა და მძევ­ლე­ბის აყ­ვა­ნა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ვი­ნა­ო­ბა ცნო­ბი­ლია და ის ბად­რი ესე­ბუა გახ­ლავ­თო, ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად გა­ვავ­ლე პა­რა­ლე­ლე­ბი…