ახმეტაში 30 წლის მამაკაცი დაჭრეს
შაბათი, 9 იანვარი 2021

ახმეტაში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაჭრეს. შემთხვევა 9 იანვარს, საღამოს მოხდა. დაჭრილი, 1990 წელს დაბადებული ვ.კ. თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და ექიმების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია.