საქართველოში უკიდურესად სახიფათო პოლიტიკური კრიზისია – ანა ფოტიგა

ევროპარლამენტის წევრი ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფიდან, ანა ფოტიგა საქართველოში ბოლოდროინდელი მოვლენების გამო შეშფოთებულია.

“საქართველოში რეალური შეშფოთების საფუძველი არსებობს და ნამდვილად შეშფოთებული ვარ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. მე ვფიქრობ, შექმნილი პოლიტიკური კრიზისი უკიდურესად სახიფათოა და ეს მხედველობაში უნდა მივიღოთ”, – განაცხადა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებზე, სადაც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.

ევროპარლამენტის წევრებმა თავიანთ გამოსვლებში შეშფოთება გამოხატეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილების ჩაგდების გამო და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდეს.