ქავთარ ქავთარაძის ექსკლუზიური ინტერვიუ

   ბოლო წლებში, პანკისის ხეობაში ორი ჰესი-“ხადორი 1” და “ხადორი 2” აშენდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ჰესებმა ხეობის ეკოსისტემას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა და იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ შეწყვეტს ჰესების მშენებლობის მცდელობას, ისინი კომპანიას  სამუშაოების დაწყების უფლებას არ მისცემენ დამობრივ აქციებს აანონსებდნენ.

თუმცა, პანკისის  ხეობაში  მოსახლეობის  პროტესტის მიუხედავად,  საქართველოს  მთავრობა  აპირებს ,  გააკეთოს  დამატებით  2 ჰესი.

პანკისელები წუხან იმის გამოც, რომ აღნიშნული, ხეობაში  როგორც წყლის შემცირებას, ასევე მათთვის დღის წესრიგში ახალი, საძოვრების პრობლემაც დადგება.

2019- წლის 21 აპრილს, პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანთან ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები განახლდა, სადაც დილიდან ადგილზე პოლიცია და სპეცრაზმი  იყო მობილიზებული.

აღნიშნული გარემოება, პანკისელი მოსახლეობისთვის შემაშფოთებელი გახდა.

,,ქრონიკა “-თან დეტალებს  აქციის ერთ-ერთი მონაწილე ყვება.

 ქავთარ ქავთარაძე ,  საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს და   ირწმუნება, რომ მათ ძალისმიერი  მეთოდებით   მშენებლობის  დაწყება სურდათ .

,, პანკისში  სპეცრაზმი შემოიყვანეს. იმ დღეს მოხდა  სპეცრაზმსა  და  მოსახლეობას შორის  დაპირისპირება და  ბევრი  ადამიანი  დაშავდა  ორივე მხარეს. დაპირისპირებამ მოსახლეობას შორის შიდა კონფლიკტიც გამოიწვია, რაშიც მეც შემთხვევით აღმოვჩნდი.

როდესაც,  მოსახლეობა   შეიკრიბა და ჩვენები,  ვინც  ეხმარებოდნენ  ინვესტორებს  და  პოლიციას,  საკუთარი ხალხისა და ერის მოღალატეებად  საჯაროდ გამოგვიცხადეს.  შემდეგ  ჩემი  ნათესავი  წასულა  და  ერთ  ერთ  აქტივისტს,  მახო მუთოშვილს ეჩხუბა,  ვინც  მიტინგზე მოღალატეები  უწოდეს. იმ  საღამოს დუისში, ჩემი  მამიდაშვილის  მურადის ოჯახში  მივარდნილა  ნაცემი  ბიჭის  მოგვარეები (მუთოშვილები) და იმუქრებოდნენო  და  თან იარაღიდან  ისროდნენო.

მეორე დღეს  დამირეკა მურადიმ  და  მითხრა  ჩამოდიო  მუთოშვილებთან  გარჩევა  გვაქო. მე, არ  მინდოდა  ჩხუბში  მონაწილეობის  მიღება  თუმცა  ნათესავს  უარს  ვერ  ვეტყოდი  და  დედაჩემისგან  მალულად  ჩავედი.    მთელი  სანათესაოს  ბიჭები  იყვნენ  შეკრებილები.  მერე  რიყეზე  გავედით  და  იქ  მოვიდნენ ჯოყოლოელები. ჩვენ  ვცდილობდით  მშვიდობიანად  გარჩევას  საქმის  თუმცა  ვიღაცეებმა  ჩხუბი  დაიწყეს  და  პისტოლეტიც  გაისროლეს.  ვინაიდან  ჩვენ  ბევრნი  ვიყავით  იმ  დღეს  ისევ ჯოყოლოელები  წავიდნენ  ნაცემი.  მე,  არ  მიჩხუბია. პირიქით,  ვცდილობდი  ბიჭების  შეკავებას  თუმცა,  არავინ  მისმენდა.

იმ ღამეს  ჩვენი  სახლის წინ ვიღაცეები  მოვიდნენ  და  ყვიროდნენ  არ  შეგარჩენთო და  პასუხს  აგებთო  ყველაფერზე.   ჩემს  ოჯახის  წევრებს  ძალიან  ეშინოდათ  და ტიროდნენ.  დედაჩემმა  გარეთ  არ  გამიშვა.  ბოლოს  თოფი  გაისროლეს  და  წავიდნენ.  მეორე დღეს, რო გამოვედი  ჩვენი ძაღლი ,,ბელკა“  ეგდო  მკვდარი.                                                                           

იმ ღამეს  დუისში სხვა ბიჭებთანაც მისულან  და იგინებოდნენო და  თოფებს  ისროდნენო.

იმ დღიდან მოყოლებული ქუჩაში ვერ  გამოვდიოდი,  რადგან  ვიცოდი  ჯოყოლოელები  გვისაფრდებოდნენ და  გვემუქრებოდნენ.

შემდეგ, ბიძაჩემმა გელამ  (დედის ძმა) უხუცესები  მიუგზავნა  მუთოშვილებთან  და შევეცადეთ  აგვეხსნა,  რომ  არაფერი  ბრალი  არ  მიმიძღოდა  მათი  ცემაში.  და  არც  მოსახლეობის  წინააღმდეგ  წავსულვარ  არასდროს.  თუმცა  ისინი  თავისას  არ  იშლიდნენ  და  მუქარებს  აგრძელებდნენ.   დედაჩემი  პოლიციაშიც  მივიდა  და  ყველაფერი  განაცხადა. 

რთი  კვირის თავზე,  სოფელ  დუისში  ისევ  შეხვედრილან  ჯოყოლოელები  ჩემს  მამიდაშვილს  და  სხვა  ბიჭებს  და  იქაც  უჩხუბიათ. ერთმანეთში  პისტოლეტებიც  უსვრიათ.  ამ  ყველაფერს  ხედავდა  დუისის  პოლიცია  თუმცა,  ისინი არ  ერეოდნენ  საქმეში.   დედაჩემი   ძალიან  ნერვიულობდა  და  გარეთ  არ  მიშვებდა.  მერე  ჩემს  ნათესავებმა  მთელი  ხეობიდან  ხალხი  მიუგზავნა  შერიგების  თხოვნით მარა,  კონფლიქტი  მაინც  არ  მოგვარდა.

დედაჩემს  თურმე  დაურეკია  თურქეთში  ჩვენს  ნათესავთან  და  უთხოვია  ჩემი  წაყვანა,  სანამ  კონფლიქტი  მოგვარდებოდა. ის  ჩამოვიდა  პანკისში  და  თავის მანქანით  წამიყვანა სტამბულში.  ცოტახანი  იქ  ვიყავი  და  სამუშაოზეც  კი  ვეხმარებოდი  მას.  მერე  ინტერნეტში  ახალ  ამბებს  რო  ვუყურებდი  გავიგე  თურმე, საკობიანოში  ერთმანეთს  ისევ  შეხვედრილან  და  იარაღები  უსვრიათ  სადაც,  დაღუპულა  ერთ ერთი ჯოყოლოელი ვისო მუთოვილი.

ჩვენთან  არსებობს  სისხლის  აღების  წესი  და  მოკლულის  გვარმა  კონფლიქტში  მონაწილე მეორე  მხარეს  სისხლი  გამოუცხადეს  და  შურისძიებით  ემუქრებიან.  თურმე,  იმ  დღეს  კონფლიქტში  პოლიციაც ესწრებოდაო  მარა,  ვერ  შეძლესო სიტუაციის  განმუხტვა. 

ნათესავებმა  მირჩიეს  ევროპაში  წასვლა დროებით,  სანამ  სიტუაცია  დაწყნარდებოდა. ბილეთი  მიყიდეს  და  გამომიშვეს,  რადგან  თურქეთშიც ბოლომდე დაცული არ ვიყავი.

ამ ბოლო დროს, სოფელ ჯოყოლოში დედაჩემს  შეხვედრილან  მოკლულის  ნათესავები  და  წყევლით  და  მუქარებით გამაცილაო  იქიდან.  დედაჩემი  ცდილობდა  აეხსნა,  რომ  ჩვენ  არაფერ  შუაში  ვიყავით  მარა,  ისინი  არც  კი  უსმენდნენ.  შემდეგ,  ჩემი  უმცროსი    დები  მოკლულის ნათესავმა მასწავლებელმა  სკოლიდან  გამოუგდია,  მკვლელებს  ხელს  აფარებდითო  და  ეხმარებოდითო. ეს  ამბავი  დირექტორმა  არც  კი  გაახმაურა,  დიდი  ამბავი  ატყდებაო უთქვია.  ჩემი  უმცროს ძმას  სკოლაში  ყოველდღე  თავს  ესხმიან  დაღუპულის  ნათესავი  მოსწავლეები, მხოლოდ  იმ  მიზეზით  რომ  ქავთარაშვილების  ნათესავები  ვართ.  ამ  ყველაფრის  გამო  მოგვიწია  ჩვენი  სახლკარის  დატოვება და  ევროპაში  წამოსვლა.  ჩემი  სანათესაოდან ბიჭები  თითქმის  ყველას  მოუწია  ხეობის  დატოვება,  რადგან  საფრთხე  ძალიან რეალური და მაღალი  იყო.”– ჰყვება ქავთარ ქავთარაძე.