მაია ფურცხვანიძე: კომუნიკაციის უხილავი ჭერი 10 ივნისი 2016 2016 წლის 28-29 მაისს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თელავის ქალთა ორგანიზაციის წევრებს ლოპოტას ტბაზე ჩაუტარდათ ტრენინგი წინასაარჩევნო პერიოდში ეფექტური კომუნიკაციების მნიშვნელობაზე და საარჩევნო კამპანიის საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავების მეთოდებზე. ტრენინგის ერთ-ერთ მოდულს უძღვებოდა პარტიის რეგიონული წარმომადგენლობის ლიდერი ქალი, პარტიის ახალი სახე რეგიონში – მაიავრცლად

2011 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით საქართველოს 10 რეგიონში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები დაარსდა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები სხვადასხვა დაინტერესებულ პირს საჯარო დისკუსიების გასამართად პოლიტიკურად ნეიტრალურ სივრცეს სთავაზობენ. ცენტრების მომხარებლებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ უფასო ინტერნეტითა და ბიბლიოთეკით.  ცენტრებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს და ჯგუფს, მიუხედავად მათი პოლიტიკური თუვრცლად

ბავშვთა დაცვის დღე, რომელიც 1 ივნისს აღინიშნება, ერთ–ერთი ყველაზე ხნოვანი საერთაშორისო დღესასწაულია, მას მთელ მსოფლიოში 1950 წლიდან აღნიშნავენ. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მთელს მსოფლიოში აღნიშვნის გადაწყვეტილება, 1949 წლის ნოემბერში, ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის მიერ სპეციალურ სესიაზე იქნა მიღებული. გაერომ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა და ბავშვთა უფლებების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვავრცლად

2016 წლის 30 მაისს ეკოპროექტის ფარგლებში თელავში გაიმართა მორიგი შეხვედრა საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია, საქართველოში არსებული ნაკრძალების, აღკვეთილებისა და ეროვნული პარკების შესახებ. შეხვედრაზე პროექტის მონაწილეებმა წარმოადგინეს მინი პრეზენტაციები და მათ მიერ გადაღებული ფილმები თელავის ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ. პროექტი მიმდინარეობს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მხარდაჭერით.

თელავის უნივერსიტეტის დოქტორანტი და მოწვეული პედაგოგი მაია ფურცხვანიძე 2015 წელს ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული აკადემიური საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გახდა. იგი 2016 წლის აგვისტოდან შეუდგება სამწლიან კურსს რომელიც გულისხმობს რამდენიმე კვირიან სწავლებას თბილისში საქართველოს საჯარო ადმინისტრირების სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსში, ხოლო ბოლო ორი წელი აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობა გაგრძელდება სასწავლო ვიზიტებითავრცლად

თელავის “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა”, ქალისა და მამაკაცის გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა, რომელსაც ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, ასევე თელავის საჯარო სკოლის მოსწავლეები და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოებამ ქალისა და მამაკაცის უფლებების შესახებ ისაუბრა. მოგვიანებით კი, ლევან ღლონტის რეჟისურით გადაღებული ქალისა და მამაკაცის გენდერულ საკითხებზევრცლად

საქართველოს სტრატგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ, თელავის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კახეთის სათემო ცენტრის წარმომადგენლები, სოფელ გულგულიდან, ფშაველიდან, კისისხევიდან და ნაფარეულიდან ესწრებოდნენ. მათ დამსწრე საზოგადოებას საკუთარ სოფელში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და სოფლების ინდივიდუალური პრობლემების გადაჭრის გზები ერთობლივად მოძებნეს. აღნიშნული სახის შეხვედრებს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა დავრცლად

16 ოქტომბერი 2015 საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო შეშფოთებას გამოხატავს ბოლო პერიოდში ქვეყანაში ქალთა მკვლელობების და მათ მიმართ ძალადობის ფაქტების გამო. საბჭოს განცხადებით, ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის პრობლემა სცილდება კონკრეტული ოჯახების ფარგლებს, ამიტომ მისი გადაჭრა საზოგადოებისა და ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს. განსაკუთრებით აღსანიშნავია საზოგადოებრივი მაუწყებლის და ზოგადად,ვრცლად

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. შეხვედრის მთავრ თემას ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პრიორიტეტებზე საუბარი წარმოადგენდა. ცენტრის წარმომადგენლებმა შეკრებილ აუდიტორიასთან საქართველოს საგარეო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერობაზე გააკეთეს აქცენტი.

დღეს ახალი ამბების გადამღები ჯგუფი თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს ეწვია. როგორ მუშაობს ცენტრი და რა სერვისებით შეუძლია ისარგებლოს მომხმარებელს? ვრცლად ნახეთ მანანა მამაგულაშვილის სიუჟეტში.