ახმეტა–თიანეთის გზის რეაბილიტაცია მაისში დასრულდება
პარასკევი 08 იანვარი 2021 ახმეტა–თიანეთის 30 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც 2018 წლიდან მიმდინარეობს, 2021 წლის 31 მაისს უნდა დასრულდეს. ამის შესახებ პანკისის სათემო რადიოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს. როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, ამ დროისთვის შესრულებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების 60%. თიანეთი–ახმეტა–ყვარელი-–ნინიგორის (კმ1-კმ30) საავტომობილო გზის სარებილიტაციო სამუშაოების შესრულების მიზნით დეპარტამენტსა და ბაქოში რეგისტრირებულვრცლად
დაუბრუნებს თუ არა თელავს თვითმმართველობის სტატუსს გუნდი, რომელმაც ეს სტატუსი ჩამოართვა.
2017 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, თელავში სამოქალაქო აქტივისტებმა მერობის კანდიდატად ცხვარი წარადგინეს. ეს იყო პირველი აქცია-პერფორმანსი მას შემდეგ, რაც თელავმა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი დაკარგა. ამის შემდეგ დღემდე, პერმანენტულად, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა ფორმით, მათ შორის აქციებითა და პეტიციებით, მოითხოვენ, რომ თელავს დაუბრუნდეს თვითმმართველი ქალაქისვრცლად
სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი თელავში
მეხუთე დღეა დედაქალაქიდან ჩასულ ორ სამოქალაქო აქტივისტს თელავში კარავი აქვს გაშლილი და საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვენ. აქტივისტების პროტესტს გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი,გიორგი ბოტკოველი შეუერთდა.ვრცლად
გარდაიცვალა ახალგაზრდა ექიმი, რომელმაც გადაიტანა ინფექცია და გავიდა სამსახურში – გამყრელიძე
კვირა, 27 დეკემბერი 2020 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ კომენტარი გააკეთა მარნეულში 23 წლის ექიმის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და დაადასტურდა, რომ მას კორონავირუსი ჰქონდა გადატანილი. „დღეს ძალიან ცუდი შემთხვევა მოხდა. ჩემი კოლეგა, თანამშრომელი, ახალგაზრდა ექიმი, რომელმაც გადაიტანა ეს ინფექცია და გავიდა სამსახურში, სამწუხარო შემთხვევა, უეცარი სიკვდილი განვითარდა. ძალიან დიდი მწუხარებავრცლად
თელავის პოლიციის უფროსის მოადგილემ საავადმყოფოს დირექტორი მოკლა
შაბათი, 26 დეკემბერი 2020 თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, 38 წლის ზურაბ საჩიშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. მას თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე ვანო ზანდარაშვილმა ესროლა. „რეგინფოს“ ინფორმაციით, ზურაბ საჩიშვილი, ვანო ზანდარაშვილი და თელავის მერიის თანამშრომლები, იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილი და მერიის სპეციალისტი ბიძინა ხატიაშვილი, გუშინ,ვრცლად
სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები 24 დეკემბერს გაიხსნება – რა რეგულაციებს აწესებს მთავრობა
სამშაბათი, 22 დეკემბერი 2020 მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, დიდ ქალაქებში – თბილისში, თელავში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში – დაშვებული იქნება სავაჭრო ობიექტების – სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიების ფუნქციონირება იმ შემთხვევაში, თუ ისინი დადგენილ წესებს დაიცავენ. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.ვრცლად
ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცებაში ბრალდებულები გირაოთი გაათავისუფლეს
ორშაბათი, 21 დეკემბერი 2020 ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცებაში, იძულებასა და ფულის გამოძალვაში ბრალდებულები – ბაქარ ფარეულიძე, ისლამ დუიშვილი, ზელიმხან აჭიშვილი და ზელიმ ბაკაევი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 5000 – 5000 ლარის ოდენობით გირაოთი შეუცვალა. საქართველოს პროკურატურიდან, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ მივიღეთ ინფორმაცია – პროკურატურამ მოითხოვა ბრალდებულებისთვისვრცლად
კიდევ ერთი მსხვერპლი ახალგორში – რას უკავშირებს ზაქარეიშვილი ჩორჩანაში საგუშაგოს მოწყობას
19 დეკემბერი 2020 პოლიტიკაფოტოზე – პაატა ზაქარეიშვილი ოკუპირებულ ახალგორში კიდევ ერთი ადამიანი, 63 წლის გურამ სტეფანოვი გარდაიცვალა. ჯანმრთელობის პრობლემების გამო, გურამ სტეფანოვი ახალგორიდან ცხინვალის საავადმყოფოში პირველად ზაფხულში გადაიყვანეს. დას, მანანა სტეფანოვს, რომელიც რუსთავში ცხოვრობს, სურდა „წითელი ჯვრის“ დახმარებით, ძმა სამკურნალოდ თბილისში გადმოეყვანა, მაგრამ გურამს თავად უთქვამს უარი – შეეშინდა, რომვრცლად
მესტიაში კრიპტოვალუტის ფერმა აღმოაჩინეს, რომელიც 4-5 სოფლის სამყოფ ელენერგიას იტაცებდა
14 დეკემბერი 2020 საზოგადოება სვანეთში, დაბა მესტიაში მდებარე სასტუმრო „ბანგურიანის“ დამხმარე ფართში პოლიციამ კრიპტოვალუტის მწარმოებელი ფერმა გამოავლინა, რომელიც უკანონოდ მოიხმარდა იმდენ ელექტროენერგიას, რამდენიც 4-5 სოფელს სჭირდება. ამ ინფორმაციას „ენერგო პრო ჯორჯია“ ავრცელებს. კომპანიის განცხადებით, 2020 წელს, მესტიაში კატასტროფულად გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება, რისი მიზეზიც ადგილზე გახსნილი კრიპტოვალუტის მწარმოებელი პუნქტებია, რომლებიც დიდი რაოდენობითვრცლად
როგორ იმოქმედა კორონავირუსის პანდემიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე
ორშაბათი, 30 ნორმბერი 2020 ყრუთა კავშირის კახეთის ორგანიზაციის ძველი საცხოვრებელი რომ არა, კორონავირუსის პანდემიის გამო მაია დანელიშვილი უმუშევარი დარჩებოდა, ისევ მხოლოდ 100 ლარიანი პენსიის ამარა. 100 ლარი კი საქსტატის მიერ, შრომისუნარიანი ადამიანისთვის გამოთვლილ საარსებო მინიმუმზე ბევრად, 68 ლარით დაბალია. მაია დანელიშვილი რამდენიმე წელია თელავის სათნოების სახლში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობს. მასვრცლად