სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, ასევე, საბოტაჟის მცდელობის ფაქტზე გენერალურ პროკურატურაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. უწყებაში გამოკითხვაზე დღეს მეორედ დაიბარეს ბიძინა გიორგობიანი.
პროკურატურაში უკვე გამოიკითხა ათამდე მოწმე. ისინი კონკრეტულ სახელებისა და გვარების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. ასევე, ითხოვენ გამოძიებას სისხლის სამართლის სხვა მუხლებიც დაემატოს.
„როგორც იცით, ორ მუხლთან – 318-ე და 319-ე მუხლებთან დაკავშირებით ჩვენ წარვადგინეთ გარკვეული საჯაროდ არსებული მტკიცებულებები, მაგრამ ჩვენ კიდევ დამატებით გვინდა წარვადგინოთ 317-ე მუხლთან დაკავშირებული ჩვენს მიერ მოძიებული მტკიცებულები, რასაც გავაგრძელებთ დღეს. შემდეგ უკვე ძიების საქმეა კვალიფიკაციაც და უკვე კონკრეტულ პერსონებზე გასვლა და კონკრეტულ პერსონებზე ლაპარაკი“, – განაცხადა გიორგობიანმა.