სერბეთში IMMAF-ის ეგიდით 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნების ეროვნულმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ოთხი – ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს – მედალი მოიპოვა.

18-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონობა იზეიმა გიორგი პირველმა (56,7 კგ); ვიცე-ჩემპიონი გახდა ოთარ ბერიძე (52,2 კგ); ბრინჯაოს მედალი კი ნინი ცქვიტარიამ (56,7 კგ) მიიღო. 16-წლამდელებს შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ელენე გლურჯიძემ (48 კგ).

19 თებერვლიდან ევროპის ჩემპიონატში იუნიორებისა და სენიორების ეროვნული ნაკრები ჩაერთვება. ქართველი სპორტსმენები კონტინენტის პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

არ გამოტოვო