აზერბაიჯანმა სირიაში თურქეთის გავლით ბუნებრივი აირის ექსპორტი დაიწყო. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

სპეციალური ღონისძიება თურქეთის ქალაქ კილისში გაიმართა. მასში მონაწილეობა აზერბაიჯანის, თურქეთის, სირიის და კატარის მთავრობების წარმომადგენლებმა, აგრეთვე სხვა ოფიციალურმა პირებმა მიიღეს.

როგორც აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა, SOCAR-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მიკაილ ჯაბაროვმა განაცხადა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევსა და სირიის დროებითი მმართველს, აჰმად ალ-შარაას შორის 2025 წლის 11 აპრილს მიღწეულ შეთანხმების თანახმად, სირიაში აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი თურქეთის გავლით უმოკლეს ვადებში დაიწყო.

არ გამოტოვო