საქართველოს ეკონომიკა, გლობალური გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, 2025 წელს სტაბილურად ზრდას განაგრძობს და შეუძლია კიდევ უფრო გაფართოვდეს მწვანე სატრანსპორტო და ენერგეტიკული ქსელების განვითარების გზით, – ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშში.
აზიის განვითარების 2025 წლის აპრილის პროგნოზი — ADB-ის მთავარი ეკონომიკური მიმოხილვა, ვარაუდობს, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2025 წელს 6.0%-ით გაიზრდება. 2026 წელს ეკონომიკური ზრდა 5.0%-მდე შენელდება, რაც მომსახურებისა და ფულადი გზავნილების შემცირებას უკავშირდება.