ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ Colossal Biosciences-მა 12 ათასი წლის წინ გადაშენებული, „სამეფო კარის თამაშებიდან“ ცნობილი მგლის სახეობის (მგელსაზარა) აღდგენა შეძლო. ინფორმაციას TIME-ი ავრცელებს.

კომპანიაში განაცხადეს, რომ გენური ინჟინერიის გამოყენებით დაიბადა სამი ლეკვი – რომული, რემი და კჰალისი.

მეცნიერების თქმით, ისინი ჩვეულებრივი ლეკვებივით იქცევიან – ხტუნაობენ, ჩხუბობენ, იკბინებიან. ისინი უკვე ექვსი თვის არიან და მათი სიგრძე 122 სმ-ია, მასა კი 36 კგ-ს შეადგენს. მათ 182 სმ-მდე შეუძლიათ გაზრდა, მასით კი შეიძლება 68 კგ-საც მიაღწიონ.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ჩვეულებრივი ლეკვებისგან განსხვავებით, ისინი ადამიანებთან არ მირბიან, იჭერენ დისტანციას ან უკან იხევენ, რაც მგლის ლეკვისთვის დამახასიათებელი ნიშანია, აღნიშნავენ მეცნიერები.

Colossal Biosciences-ის მეცნიერებმა მგელსაზარას ჯიშის აღდგენა ამერიკის ტერიტორიაზე ნაპოვნი ძვლების მეშვეობით შეძლეს.

არ გამოტოვო