კომპანია Axiom Space-ის მეოთხე კომერციული მისიის ფარგლებში, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე პირველად გაემგზავრნენ ასტრონავტები ინდოეთიდან, უნგრეთიდან და პოლონეთიდან. სამი მოყვარული ასტრონავტი სადგურზე კაფსული Crew Dragon-ის ბორტზე გაემგზავრა, მისიის ხელმძღვანელი NASA-ს 65 წლის ყოფილი ასტრონავტი პეგი უიტსონია.
მათმა ხომალდმა სტარტი კანავერალის კონცხიდან აიღო. ფრენის ღირებულება თითო მგზავრზე 70 მილიონ ევროს შეადგენს.
საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ისტორიის განმავლობაში მასზე 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა აქამდე არავინ ინდოეთიდან, უნგრეთიდან ან პოლონეთიდან.
შუბხანშუ შუკლა ინდოეთიდან ავიაციაში მსახურობს, ტიბორ კაპუ უნგრეთიდან და სლავოშ უზნანსკი-ვისნევსკი პოლონეთიდან ინჟინრები არიან. ისინი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დაახლოებით 2 კვირას გაატარებენ. Crew Dragon-ი სადგურზე 26 ივნისს იქნება.