აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტსა და არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მიზანი, საერთაშორისო კარიერისთვის ადგილობრივი და უცხოელი სტუდენტების მომზადებაა. აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის სტუდენტები გამოცდილებას უცხოელი პროფესორებისგან მიიღებენ, დაესწრებიან საერთაშორისო მასტერკლასებს, ჩაერთვებიან კვლევით და გაცვლით პროგრამებში.