JPG resized with https://ezgif.com/resize

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ტარიფებთან დაკავშირებული ესკალაცია ჩინეთის მიერ საკუთარ კარში გატანილი გოლია.

„პრეზიდენტი ტრამპი ამას წლების განმავლობაში ამბობდა, ჩინეთი თანამედროვე მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დაუბალანსებელი ეკონომიკაა. ჩინეთი აშშ-ის სავაჭრო პრობლემების უდიდესი წყაროა“, – აღნიშნა სკოტ ბესენტმა.

„და მართლაც, ისინი პრობლემებს უქმნიან დანარჩენ მსოფლიოსაც, რადგან ჩვენ ვნახეთ, რომ როგორც კი აშშ-მა გასულ კვირას სატარიფო ბარიერი გამოაცხადა, ამ საქონლის დიდი ნაწილის შედინება ევროპაში უკვე დაიწყო“, – დაშძინა მან.

არ გამოტოვო