Ukrainian Ambassador to the U.S. Oksana Markarova speaks at an unveiling of a photo exhibit on the Russian invasion of Ukraine, at the Capitol Hill in Washington, U.S., April 28, 2022. REUTERS/Elizabeth Frantz JPG resized with https://ezgif.com/resize

უკრაინაში აშშ-ის ელჩის, ოქსანა მარკაროვას განცხადებით, ამ დროისთვის ამერიკულ მხარესთან უკრაინაში 2025 წლის ბოლომდე არჩევნების ჩატარების აუცილებლობის საკითხი არ განხილულა, თუმცა, მისი თქმით, თუ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამ თემას წამოწევს, უკრაინა მზად არის დიალოგისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„როდესაც ეს საკითხი თეორიულად განიხილებოდა 2023-2024 წლებში, ჩვენი პოზიცია იყო, რომ ამისთვის საჭიროა საბრძოლო მოქმედებების დასრულება. ომის დროს ვერ შევძლებთ ხმის მიცემისა და კანდიდატების წარდგენის სრულად უზრუნველყოფას“, – განაცხადა მარკაროვამ.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია არჩევნები ჩაატაროს წელს, თუ სავრძოლო მოქმედებები შეჩერდება და უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები შეიქმნება.