პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ აკრძალვის 75 დღით გადავადების ფონზე, აშშ-ის მასშტაბით TikTok-ის აპლიკაცია დაბრუნდა და მისი გამოყენება მომხმარებლებს უპრობლემოდ შეუძლიათ.

როგორც ცნობილია, აპლიკაციას აშშ-ში 170 მომხმარებელი იყენებს, მისი გადმოწერა და განახლება კი ახლა უკვე Apple App Store-ისა და Google Play-ის მეშვეობით შესაძლებელია.

შეგახსენებთ, რომ TikTok-ის აკრძალვა გადავადდა და მის მფლობელ კომპანიას, ჩინურ ByteDance-ს აპლიკაციის გასაყიდად გარკვეული დრო მიეცა, რომლის შემდეგ, ქვეყანაში TikTok-ის გამოყენება შეიზღუდება, თუკი ის ამერიკელი ინვესტორის საკუთრებაში არ გადავა.

არ გამოტოვო