დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, გიორგი ჩიკვაიძეს გირაო პატიმრობით შეეცვალა. ის სასამართლოს სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.
მიზეზი გირაოს გამოყენების პირობის დარღვევაა, რამაც ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა გამოიწვია.
ახლა რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, გიორგი ჩიკვაიძე ეგრეთ წოდებულ პოლიტპატიმრად წამოაჩინოს. თუმცა რეალობა ის არის, რომ გამოძიება კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო და ბრალდებულს კომპანიის კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებას ედავება. თაღლითობაში ბრალდებულმა ბიზნესმენმა საპატიმროში შიმშილობა დაიწყო.
გიორგი აბაზაძის რეპორტაჟი.