ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის მორიგი პროცესი გაიმართა, სადაც საქმის მთავარ ფიგურას და დაზარალებულად ცნობილ, ბათუმის პოლიციის უფროსს მოუსმინეს.
ირაკლი დგებუაძის განცხადებით, საპროტესტო აქციებზე ვითარება 11-12 მარტის ღამეს გამწვავდა და სამმართველოსთან შეკრებილები განსაკუთრებით აგრესიულები იყვნენ.
ირაკლი დგებუაძემ ასევე აღნიშნა, რომ დაკავებული ორი მოქალაქე ნასვამი იყო და პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდნენ.
სწორედ ამ ადამიანებთან დაკავშირებით ჰკითხა მზია ამაღლობელმა მას, რატომ დააკავეს, რასაც აგრესია და სილის გაწვნა მოჰყვა. პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებულიც.