დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა მეოთხე კვარტალში მოსალოდნელზე მეტად, 0.1%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმალური ზრდა სერვისებისა და მშენებლობის სექტორებში დაფიქსირებული პოზიტიური დინამიკით იყო განპირობებული.

შედარებისთვის გეტყვით, რომ მეოთხე კვარტალთან მიმართებით ანალიტიკოსებს ნეგატიური მოლოდინები ჰქონდათ და ისინი ეკონომიკის 0.1-0.2%-იან შემცირებას პროგნოზირებდნენ, თუმცა რეალური შედეგები მოსალოდნელზე უკეთესი აღმოჩნდა.

საერთო ჯამში, დიდ ბრიტანეთში არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობა გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკასთან, მაღალ ინფლაციასთან და ბიზნესგარემოს გაუარესებასთან არის დაკავშირებული. უკვე თითქმის 2 წელია, რაც ბრიტანეთის ეკონომიკა სტაგნაციაშია და პოზიტიური მოლოდინები ექსპერტებს არც 2025 წელთან მიმართებით აქვთ.

არ გამოტოვო