ბულგარეთში, პეტრიწონის მონასტერში, სადაც ქართველი სასულიერო პირი, იოანე პეტრიწი მოღვაწეობდა, მრავალი საუკუნის შემდეგ ბულგარულ-ქართული სულიერების ცენტრი გაიხსნა.
სულიერებისა და კულტურის ცენტრში სამი დარბაზია: სავანის აღმაშენებელთა ძმების – გრიგოლ და აბას ბაკურიანისძეების სახელობის, მონასტრის პირველი წინამძღვრის, გრიგოლ პეტრიწის და ასევე, სასწავლებლის პირველი რექტორის, იოანე პეტრიწის სახელობის. აქვეა ბულგარელთა დიდი წმიდანის, მეთოთხმეტე საუკუნეში მიღვაწე პატრიარქის, ექვთიმე ტარნოვოელის სახელობის ბიბლიოთეკა.
აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ უძველეს მართლმადიდებლურ მონასტერში ღონისძიება ბულგარეთის პატრიარქმა და ქართველმა სასულიერო პირებმა გახსნეს.
საბა ხვიჩიას სპეციალური რეპორტაჟი.