შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ სამცხე-ჯავახეთის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი რეგიონში განთავსებულ სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია და სასაზღვრო პოლიციის, სტრატეგიული მილსადენების, დაცვის პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამუშაო სივრცეები, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა.

სამუშაო შეხვედრებს გეკა გელაძესთან ერთად ასევე ესწრებოდნენ, მინისტრის პირველი მოადგილე როლანდ მესხი, მოადგილეები – მარიამ ტაბატაძე და გიორგი ბუთხუზი.

გეკა გელაძემ რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან მათ სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულთან ბრძოლის, დანაშაულის სტატისტიკისა და გახსნის მაჩვენებლის და ასევე, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

მინისტრმა სამუშაო შეხვედრაზე, ყურადღება გაამახვილა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე და თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

არ გამოტოვო