გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის სამუშაოები დასრულებულია. პროექტი იუნესკოს რეკომენდაციის მიხედვით, გელათის რეაბილიტაციის დროებითმა კომიტეტმა განახორციელა. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობა გაეცნო.

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, არქიმანდრიტ კირიონის განცხადებით, ახლა უკვე მომზადებულია საფუძველი იმისთვის, რომ ტაძარი ძირითადი საფარით დაიხუროს. უკვე ჩატარებული სამუშაო კი იმის გარანტიაა, რომ გელათი საშიშროების წინაშე არ აღმოჩნდება.

„ყველაფერი შესრულდა უმაღლეს დონეზე, უნაკლოდ და უსაფრთხოდ“, – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

გელათის მთავარი ტაძრის გუმბათის დროებითი გადახურვა გერმანელმა სპეციალისტებმა უზრუნველყვეს. გადახურვის პარალელურად გრძელდება კედლის მხატვრობისა და მოზაიკის საკონსერვაციო სამუშაოები.

ხათუნა მაისურაძისა და თამარ ჩიკვატიას სიუჟეტი.