გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება გელა ნიკოლაიშვილი. „ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გამომძიებლების კითხვებს პასუხობს.
პროკურატურაში გამოკითხვაზე დღეს მეორედ დაიბარეს ბიძინა გიორგობიანი. გამოძიების ფარგლებში, უკვე ათამდე მოწმეა გამოკითხული. ისინი კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობის აუცილებლობაზე საუბრობენ. ასევე, ითხოვენ გამოძიებას სისხლის სამართლის სხვა მუხლებიც დაემატოს.
„ჩვენი ორგანიზაციის სახელით შევიტანეთ ეს განცხადება და ძირითადად, ალბათ ეს ინფორმაციები მეორდება, შეიძლება რაღაცები იყოს დამატებული, იყოს რაღაცების ჩაკითხვები. ჩვენი ძირითადი ინფორმაციები აღებული გაქვს საჯარო ინფორმაციებიდან, შემდეგ ან ინფორმაციებზე დაყრდნობით პროკურატურამ უნდა გამოიძიოს რამდენად შეიძლება იყოს აქ კრიმინალი თუ პოლიტიკური ბრძოლის ფორმები“, – აღნიშნა გელა ნიკოლაიშვილმა.