50 ათას ლარიანი გირაო გიორგი ვაშაძეს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა.

მას საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან. გირაოს გადასახდელად, ვაშაძეს 30 დღიანი ვადა აქვს.