ძალიან მახინჯია შეხედულება, როცა საუბარია პოლიტიკური ძალის გამარჯვებაზე ან დამარცხებაზე – საქართველოს აწყობს ისეთი მთავარი ოპოზიციური ძალა, რომელიც პოლიტიკური პარტიიდან რევოლუციურ კომიტეტად გარდაიქმნა? რასაკვირველია, არ აწყობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„რაც უფრო აშკარა გახდება „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური სუბიექტის დაშლა, ეს იქნება არა „ქართული ოცნების“ უპირატესობა, არამედ საქართველოსთვის მომგებიანი. არ შეიძლება, არსებობდეს და წარმატებული იყოს პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთადერთ მიზნად ისახავს ქვეყანაში დესტაბილიზაციას და ხელისუფლებაში რევოლუციური გზით მოსვლას“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა, რომელმაც ხმების 52.58% მიიღო.