საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა საქართველოში ფილიპინების რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩ ჰენრი სადიქ ბენსურტოს შეხვდა.

გაცნობით შეხვედრაზე განიხილეს კულტურის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

მინისტრის მოადგილემ ახალ ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

არ გამოტოვო