სპეცოპერაცია გორში – ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იყო შესული.
დაკავებულია 2 პირი. ისინი ეჭვმიტანილი არიან ყალბი ფულის გასაღებაში. დაკავებულები რესტორნის სტუმრები იყვნენ. არსებული ინფორმაციით, ორივე დაკავებული საქართველოს მოქალაქეა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის ა და გ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღებას ითვალისწინებს.