ძალიან ვწუხვარ, თუ მსგავსი პოზიცია ოდესმე ჰქონდა ნიკა მელიას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ განაცხადა.

„ლოგიკას და ჩერგოლეიშვილის პოსტს რომ გავყვეთ, ეს იყო ხმოვანი მესიჯი, ჩაგდებული რაღაც ჩეთში, რომლის წევრი არც არასდროს ვყოფილვარ და რომ ვყოფილიყავი, მაშინვე გავცემდი საკადრის პასუხს იმ ადამიანს, რომელიც მსგავსი სიტყვებითა და ეპიტეთებით მოიხსენიებს ამ პარტიის ლიდერსა და დამფუძნებელს“, – განაცხადა კირკიტაძემ.

თამარ ჩერგოლეიშვილმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნიკა მელიას ჩანაწერი 2016 წლისაა და მათი მეგობრული ჩეთიდან კეზერაშვილის, უგულავას, თარგამაძისა და თარხნიშვილის მიერ არის გავრცელებული.