დონალდ ტრამპთან და ჯეი დი ვენსთან ოვალურ კაბინეტში სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი დატოვა.
მანამდე თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პარასკევს ერთობლივ პრესკონფერენციას აღარ გამართავენ.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ არის მზად მშვიდობისთვის და მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც ამისთვის მზად იქნება. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა შეერთებული შტატების მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა.