დონალდ ტრამპმა უმცროსმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობა არ სურს.
აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟიშვილმა გააზიარა ხელოვნური ინტელექტისა და კრიპტოვალუტის დარგში თეთრი სახლის მრჩევლის, დევიდ საქსის პოსტი, სადაც ჩინოვნიკი წერს, რომ ყირიმი ზელენსკისთვის ყველაზე მარტივი დათმობა იქნება.
საქსის თქმით, ყირიმი ისედაც რუსეთის ნაწილია უკანასკნელი 10 წლის მანძილზე. მისი თქმით, ნახევარკუნძულის მოსახლეობის უმეტესობა რუსები არიან, რომელთაც რუსეთის შემადგენლობაში ცხოვრება სურთ. როგორს საქსი აღნიშნავს, უკრაინას ყირიმის დაბრუნების სამხედრო გზა არ აქვს. ამ კონტექსტში მან 2023 წლის ზაფხულის წარუმატებელი კონტრშეტევა ახსენა.
„მათთვის, ვინც ყურადღებას არ აქცევდა: ზელენსკის მშვიდობა არ სურს“, – დაწერა დონალდ ტრამპმა უმცროსმა.