დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც ინგლისური ენა ფედერალურ დონეზე ოფიციალურ ენად გამოაცხადა.
„დადგა დრო, ინგლისური გამოცხადდეს შეერთებული შტატების ოფიციალურ ენად“, – ნათქვამია დოკუმენტში.
აქამდე ინგლისური ენა ოფიციალურ ენად გამოცხადებული 50-დან მხოლოდ 32 შტატში იყო.