JPG resized with https://ezgif.com/resize

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს საფრანგეთთან, რათა დაიცვას პოლონეთი საფრანგეთის ბირთვული შესაძლებლობების გამოყენებით.

მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ იწყებს სტრატეგიულ დებატებს ევროპის კონტინენტზე მოკავშირეების ბირთვული შეკავების საშუალებით დაცვის შესახებ.

დონალდ ტუსკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი ვერ შემოიფარგლება მხოლოდ კონვენციური იარაღით.

„ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ პოლონეთმა უნდა მოიპოვოს ყველაზე თანამედროვე შესაძლებლობები, მათ შორის ბირთვულ იარაღთან და თანამედროვე არაკონვენციურ იარაღთან დაკავშირებული. ეს არის შეჯიბრი უსაფრთხოებისათვის და არა ომისათვის“, – აღნიშნა პოლონეთის მთავრობის მეთაურმა.

არ გამოტოვო