აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ქართველო კოლეგა მაკა ბოჭორიშვილი შეხვდება.
ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ასევე, გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს და პატივს მიაგებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის მონუმენტს.