დღეს საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეა.
ქვეყნის უმთავრესი დოკუმენტი საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1921 წლის 21 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციამდე ოთხი დღით ადრე მიიღო. ის 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის პრინციპებს ეყრდნობოდა.
კონსტიტუციით გარანტირებული იყო ქალთა, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები, ასევე გაუქმდა სიკვდილით დასჯა. იმდროინდელ მსოფლიოში ქართული კონსტიტუცია ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულად არის აღიარებული.
ლევან ფოჩხუა დეტალებით.