ევროკომისია მიესალმება უკრაინის ხელმძღვანელობის ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ანტიკორუფციული ორგანოების ირგვლივ არსებული სიტუაციის გამოსწორებისკენ.
ევროკომისიაში ასევე აღნიშნეს, რომ აქტიურად თანამშრომლობენ უკრაინულ მხარესთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ მისი შენიშვნები სათანადოდ იყოს გათვალისწინებული.
„ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება და წუხილი. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინის მთავრობამ მიიღო ზომები და მივესალმებით ამ ქმედებებს“, – აღნიშნა ევროკომისიის წარმომადგენელმა, გიომ მერსიემ.
მან დასძინა, რომ ევროკომისია უკრაინის ხელისუფლებასთან ერთად მუშაობს, რათა „დარწმუნდეს, რომ კორუფციასთან ბრძოლის ირგვლივ არსებული შეშფოთება, რომელიც, როგორც ჩვენთვის, ასევე უკრაინისთვის, უკიდურესად მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, მართლაც სათანადოდ იქნება გათვალისწინებული“.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პირობას დებს, რომ პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს, რომელიც უზრუნველყოფს „სამართალდამცავი სისტემის სიძლიერეს“ და შეინარჩუნებს „ყველა ნორმას ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობისთვის“.