,,ეს ღალატია“ – ჯარისკაცი პაატა გაბრიელაშვილი ხელისუფლებისგან პასუხს ითხოვს…
კითხვა: ბატონო პაატა ბოლო პეიოდში ხშირად გვესმის, რომ ქარველი ჯარისკაცების სია რუსეთია სპეცსამსახურებს გადაეცა, როგორია თქვენი რეაქცია ამის შესახებ?
პაატა გაბრიელაშვილი: ჩვენთვის, ჯარისკაცებისთვის ეს თემა განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან ჯარისკაცი იცავს ქვეყანის უსაფრთხოებას და თუ სახელმწიფო თავინათი ჯარისკაცების სიებს გადასცემს იმ ქვეყნის უშიშროებას, რომელსაც ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს, ეს არის სწორედ ქვეყნისა და საკუთარი ჯარის ღალატი.
კითხვა: რას გვეტყვით 2024 წლის აქციებზე?
პაატა გაბრიელაშვილი: ეს პერიოდი ჩემთვის პირადად ძალიან ცუდად გასახსენებელია, რადგან 2024 წლის გაზაფხულზე როდესაც ხელისუფლებამ ჯარს დაგვავალა მშვიდობიანი აქციის დარბევა, რამდენიმე ჩვენთაგანმა უარი განაცხადა, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მიზანმიმართული ზეწოლა. ამის გამო ქუჩაში მანქანა მომიჩერეს და უმოწყალოდ მცემეს,ხმაურზე ხალხი შეიკრიბა და ვიღაცამ როგორც ჩანს დარეკა 112, სასტიკად ნაცემი უგონო მდგომარეობაში გადავუყვანივარ ქალაქ ახმეტის საავადმყოფოში, სადაც გონზე მომიყვანეს, შემდეგ გამოკვლევების მიზნით გადამიყვანეს ქალაქ თელავში ავერსის კლინიკაში, სადაც ჩამიტარადა ზურგის ტვინისა და ხერხემლის კ/ტომოგრაფია, სადაც გამომაჩნდა დაზიანებები
მიმაჩნია რომ ჯარი ხალხს იცავს და არა ძალაუფლებას. ამასთანავე უტყუარი ინფორმაციის საფუძველზე ვიცი რომ ჩვენი და ჩვენი ოჯახების პერსონალური ინფორმაციები პირდაპირ გადეცა ჩვენს მტერს, რუსეთის სპეცსამსახურებს. ეს უკვე ღალატია.
კითხვა: რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ეს ყველაფერი თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის?
პაატა გაბრიელაშვილი: მე როგორც 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის მონაწილე ვაცნობიერებ, რომ ვარ სერიოზული საფრთხის ქვეშ, რაც მდგომარეობს იმაში, რომ იმ პერიოდში ვხელმძღვანელობდი კავშირგაბმულობის მართვის პუნქტებს, სადაც ყველა ინფორმაცია ჩემთვის ხელმისაწვდომი იყო, მე რომ რიგითი ჯარისკაცი ვყოფილიყავი ალბათ ამდენი პრობლემებიც არ მექნებოდა. 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დღევანდელმა ხელისუფლებამ რადიკალურად შეცვალა პროდასავლური კურსი და დაუფარავად აიღო კურსი რუსეთისკენ სწორედ ამის შემდეგ დადგა საშიშროება ყველა იმ ჯარისკაცის მიმართ რომლებიც მსახურობდა 2008 წლის რუსეთ საქრთველოს ომის დროს, საქმის ვითარებას ისიც ართულებს რომ მე მონაწილეობას ვიღებდი სამშვიდობი მისიებში ერყსა და ავღანეთში სადაც პირველ შემთხვევაში (საჭიროებიდან გამომდინარე) დავყავი წელიწადზე მეტი შვებულების გარეშე, ხოლო ავღანეთში მისიის დაწყებამდე ერთი თვით ადრე მიმავლინეს რეკოგნოსირებით, სადაც დავყავი 7 სრული თვე. ორივე შემთხვევაში ვმსახურობდი ამერიკისა ნატოს კოალიციურ სამხედროებთან ერთად, ამასთანავე ვარ მსოფლიო ვეტერანთა ორგანიზაციის წევრი. ამიტომაც გამოცდილი სამხედროები წარმოვადგენთ რუსეთისათვის დიდ პრობლემას.
კითხვა: რას აპირებთ თქვენი აზრი გვაინტერესებს ?
პაატა გაბრიელაშვილი:
თუ ხელისუფლება არ იცავს საკუთარ ჯარს და მათ ოჯახებს მე თვითონ დავიცავ ჩემს ოჯახს, ეს იქნება ბოლო ნაბიჯი-არავის მივცემ უფლებას ჩემი შვილების უსაფრთხოება შიდა თუ გარე მტრის ხელში ჩააგდოს.