J

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ძალიან გაღიზიანებულია ვლადიმირ პუტინის გამო, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმთან დაკავშირებულ დაპირებებს არ ასრულებს.

„და საჭიროა პუტინის შესაბამის პირობებში ჩაყენება, რის შემდეგაც პუტინი შეასრულებს თავის დაპირებებს. და ძალიან მინდა, რომ ეს დრო რაც შეიძლება მალე დადგეს“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

„ეს დრო უფრო სწრაფად მიგვიყვანს რაიმე გადამწყვეტ ნაბიჯამდე. სანქციების გარდა, ცეცხლის უპირობო შეწყვეტის იძულებამდე, დიპლომატიამდე და დიპლომატიურ გზამდე, რომელიც ომის დასრულებამდე მიგვიყვანს”, – დასძინა მან.

არ გამოტოვო