“მაისის სტუდენტური მოძრაობის” ინფორმაციით, პოლიცია ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში შევიდა და სტუდენტების პირად მონაცემებს აგროვებდა.

სტუდენტების წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ რეპრესიების შესახებ ცნობები მას შემდეგ გახშირდა, რაც  ათასობით სტუდენტი რუსთაველის გამზირზე გამოვიდა და ე.წ. და ირაკლი კობახიძის განცხადება გააპროტესტა. სადაც პრემიერი ამბობს რომ ევროკავშირთან დიალოგს წყვეტს

პრემიერი ამ განცხადების შემდეგ კი პროტესტი მრავალათასიან მიტინგებში გადაიზარდა, რომელიც ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა. მომიტინგეებს დაუშინეს წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი.

ამ ფაქტმა  როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ ყველა, შეაშფოთა.

როგორც სტუდენტური  მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,  საპროტესტო აქციაში მონაწილე ახალგაზრდების გასანეიტრალებლად, ხელისუფლება სხვადასხვა მეთოდებს იყენებს.

მოძრაობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან და ასევე პროფესორებისგან მოითხოვს, მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას და მომხდარზე რეაგირებას.

“როგორც სტუდენტებმა გვითხრეს, მათ თავი ვაკის პოლიციის თანამშრომლებად გააცნეს და პირადი მონაცემები გამოართვეს. ამავდროულად, მათ სტუდენტებისთვის არ მიუწოდებიათ ინფორმაცია, თუ რას ემსახურებოდა პერსონალური ინფორმაციის შეგროვება. ამის შესახებ სტუდენტები ადმინისტრაციას არ გაუფრთხილებია. პოლიციის თანამშრომლებს არ ახლდნენ საცხოვრებლის ან უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ასევე, არ იყვნენ ინფორმირებულნი მსგავსი აღრიცხვის საჭიროების და მნიშვნელობის შესახებ.” – აღნიშნულია განცხადებაში.

სტუდენტების თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია არ არის სტუდენტების ინტერესების დამცველი და მათ არ აინტერესებთ უნივერსიტეტის მომავალი და მხოლოდ საკუთარი ინტერესების გადარჩენისთვის იბრძვიან, მათივე განმარტებით, ეს ფაქტი არის მიზანმიმართული რეპრესიების მაჩვენებელი, რის საშუალებასაც აძლევს უნივერსიტეტი სახელმწიფოს სტუდენტების წინააღმდეგ:

მაგალითად .   2025 წლის იანვარში გვანცა ლაგაზიძე, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტია, მონაწილეობას იღებდა სხვა სტუდენტებთან ერთად აქციაში   სადაც ევროკავშირთან დიალოგის აღდგენას ითხოვდა.   ამის გამო ის უნივერსიტეტში დაიბარეს და იქ კი თავისმა პედაგოგმა პროფესორმა უთხრა, ვითომ კეთილი რჩევით უთხრა  მამაშენი გაიქცა საქართველოდან, და შენ ვეღარ გაიქცევი ან გაჩუმდი ან მოგკლავენო .

“მაისის სტუდენტური მოძრაობა” არ აპირებს მიიღოს ეს მუქარა სტუდენტების მიმართ და მოვითხოვთ, უნივერსიტეტმა გააკეთოს განცხადება მომხდარი ფაქტის შესახებ. გვჭირდება, პროფესორების მკაფიო პოზიციაც. პოლიციას არაფერი ესაქმება უნივერსიტეტში, სტუდენტების საცხოვრებელში, თუმცა, ბოლო პერიოდში, ხელისუფლება ავტორიტარული გამოვლინებებით ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება”

არ გამოტოვო