საკანონმდებლო ცვლილებები და ახალ რეგულაციები, რომლებიც ძალაში პირველი სექტემბრიდან შევა, სახელმწიფო ინსტიტუტებს კორუფციისგან სრულად აზღვევს, – განაცხადა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზვიად გოგუაძემ.

„კორუფციასთან ბრძოლა ზოგადად სახელმწიფოს სტრატეგიის ნაწილი დიდი ხანია არის, მაგრამ ის სიახლეები, რაც იგეგმება კორუფციასთან, ნეპოტიზმთან მიმართებაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი სახელმწიფოსთვის. სიახლეები ადგილობრივ თვითმმართველობებსა და სახელმწიფო ინსტიტუციებს შესაძლებლობას მისცემს, რომ მაქსიმალურად იბრძოლონ კორუფციასთან“, – აღნიშნა ზვიად გოგუაძემ.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები ხორციელდება. კანონი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, ძლიერდება მამხილებლის უფლებები. კერძოდ, ნებისმიერ პირს ექნება უფლება საჯარო დაწესებულებაში ამხილოს კორუფცია. კანონი მის ანონიმურობას უზრუნველყოფს და ასევე, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ინფორმაცია არ დადასტურდა, მამხილებლს სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. ცვლილებების კიდევ ერთი მიმართულება არის – საჯარო სექტორში ერთდროულად რამდენიმე თანამდებობის დაკავება, თუმცა, იარსებებს გამონაკლისი სფეროები. ასევე, მრჩევლის პოზიცია აღარ იქნება ანაზღაურებადი. ცვლილებები ძალაში სექტემბრიდან შევა.

არ გამოტოვო