გვინდა, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ორხევის დასახლებაში არსებული სოციალური საცხოვრისიდან იქ მცხოვრები ოჯახები „გამოყარეს და ისინი ღია ცის ქვეშ დატოვეს“, – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ორხევის დასახლებაში, მუხაძის ქუჩა N12-ში მდებარე სოციალური საცხოვრისი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას და იგი ავარიულ მდგომარეობაშია. შენობა ვერ აკმაყოფილებდა საცხოვრებლად აუცილებელ კრიტერიუმებს, ამიტომ თბილისის მერიამ მისი დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სრული ტყუილი და თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციის მცდელობა.

ორხევის დასახლებაში, მუხაძის ქუჩა N12-ში მდებარე სოციალური საცხოვრისი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას და იგი ავარიულ მდგომარეობაშია. შენობა ვერ აკმაყოფილებდა საცხოვრებლად აუცილებელ კრიტერიუმებს, ამიტომ თბილისის მერიამ მისი დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო.

შენობაში მცხოვრები თბილისში რეგისტრირებული, უსახლკაროს სტატუსის მქონე 75 ოჯახი გადაყვანილია სხვა ფართებში და დაწყებულია დემონტაჟისთვის საჭირო პროცედურები.

სამწუხაროდ, შენობაში, ასევე, იმყოფებოდა უკანონოდ შეჭრილი რამდენიმე პირი, რომლებიც საფრთხეში აგდებდნენ საკუთარ სიცოცხლეს. შესაბამისად, თავშესაფრის ხელმძღვანელობამ, სამართალდამცავი სტრუქტურების დახმარებით, ისინი შენობიდან გამოიყვანა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

არ გამოტოვო