უწმინდესის ქადაგებაში რამდენიმე დეტალზეა ხაზი გასმული, როგორც კეთილი მაგალითის მიცემაზე, ასევე, ღირებულებითი აღზრდის მნიშვნელობაზე, – განაცხადა თეოლოგმა გიორგი გვასალიამ საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეს შეფასებისას.


„მისი უწმინდესობა ხაზს უსვამს რამდენიმე დეტალს, რომელთაგანაც განსაკუთრებით გამორჩეულია ორი რამ. ერთი ის, რომ კეთილი მაგალითის მიცემა ეს აუცილებელზე აუცილებელია საზოგადოებისათვის, განსაკუთრებით მომავალი თაობისათვის. მეორე, ღირებულებითი აღზრდის მნიშვნელობაზე აქცენტია გაკეთებული. რატომ? იმიტომ, რომ სწორედ ღირებულებითი ნაწილი მომავალი თაობის აღზრდაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ჩვენ შედეგებს ვხედავთ მომავალი თაობისას სწორედ იმის მიხედვით, რა ღირებულებებით ვზრდით მას“, – აღნიშნა გვასალიამ.