თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიციურ სპექტრში მეტი დაბნეულობა და დაპირისპირება ჩანს.
ისინი, ვინც არჩევნებში არ მონაწილეობენ, უპირისპირდებიან მათ, ვინც არჩევნებში მონაწილეობს და პირიქით. აცხადებენ, რომ მათ საკუთარი წარმოსახვითი თუ წერილობითი გეგმა აქვთ და თითოეული მათგანი მხოლოდ საკუთარის წარმატებაშია დარწმუნებული.
ხელისუფლება კი არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობს და როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, გამარჯვებისთვის ემზადებიან.