დაახლოებით ორი კვირის წინ, საღამოს საათებში ბათუმის ბულვარის მიმდებარედ ქალბატონს რომელიც თავისი მრწამსით იეღოვას მოწმეა, თავს დაესხა ორი ახალგაზრდა. რომლებმაც ქალბატონს რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით სიტყვერი და ფიზიკური შეურაწყოფა მიაყენეს.

ქალბატონი საბოლოო ფიზიკურ ანგარიშსწორებას მხოლოდ მას შემდეგ გადაურჩა რას მას შემთხვევის მომსწრე გამოესარჩლა და იგი თავდამსხმელებისგან დაიცვა.

ქრონიკას დღეს სპეციალური ინტერვიუ აქვს ადამიანთან გოდერძი ცეცხლაძესთან, ვინც შეძლო იეღოვას მოწმის დაცვა.

  • ბატონო გოდერძი როგორც ცნობილია იეღოვას მოწმეზე იანვრის შუა რიცხვებში მოხდა ტავდასხმა მას, ფიზიკურად გაუსწორდნენ, თქვენ როგორ მოხვდით თავდასხმის ადგილზე? შეგიძლიათ ამ ამბავზე უფრო მეტი მოუყვეთ ქრონიკის მკითხველს? 
  •     მე ჩემს მეუღლესთან ერთად მივდიოდი სახლისკენ, საღამოზე, დავინახე  რომ 2 ახალაგზრდა ბიჭი ურტყამდა ქალს. ეს ამბავი შოკის მომგვრელი იყო ჩემთვის და როგორც კანონ მორჩილმა მოქალაქემ მაშინვე პოლიციაში დავრეკე.  
  • თავად თუ სცადეთ ქალბატონის გადარჩენა ?
  • რა თქმა უნდა, მივვარდი ახალგაზრდებს და ამ დროს ვიცანი  ქალბატონი ვისაც სცემდნენ. იგი იეღოველია და კარდაკარ დადის ხოლმე და ქადაგებს  იეღოვაზე, თუმცა ძალით ის არავის არ აწუხებდა ხოლმე.
  • ვინ არის იცნობთ ?
  • ლეილა ერქვა. კარგი ადამიანი ჩანს, მას  წიხლებს ურტყამდნენ. მერე ბროშურები გადაახიეს თავზე . იგი მუხლისჩოექებზე იდგა და ცდილობდა გაეძლო, მერე დავარდა.   სწორედ ამ დროს მივვარდი თავდამსხმელებს – დაუყვირე, რას შვრებით მეთქი? ქალსა სცემთ? მათგან კი მივიღე საშინელი აგრესია,  შემაგინეს. ყველა იეღოველი მოსაკლავიაო ყვიროდნენ . ბოლოს კი აგრესიით ჩემი მისამართითაც წამოვიდნენ 
  • თუ შეძელით მათი ამოცნობა? 
  • მე ერთი ვიცანი ადგილობრივი ქრისტიანი მართმადიდებელი მამაოს შვილია.  მე მუსლიმი ვარ, მაგრამ ყველა რელიგიის წარმომადგენელს პატივს ვცემ. შევეხვეწე გაჩერდი შვილო, მამაშენის შვილს არ გეკადრება ასეთი ქცევა. შენ ხომ კარგად იცი მამაშენი რასაც ქადაგებს მეთქი და ამის პასუხად მან  დამიყვირა-კიდევ ერთხელ ახსენებ მამაჩემს და ყბას დაგინგრევ. არცე ერთ ქართულ ეკლესიას არ სჭირდება ბინძური იეღოველებიო. 
  • თქვენ თქვით რომ პოლიცია გამოიძახეთ და მოვიდა  ბოლოს ?
  • კი, ამ დროს პოლიციის სირენის ხმაც გაისმა და ბიჭები გაიქცნენ. მოსულ პოლიციას ვუთხარი რაც მოხდა, ვუთხარი ვინც ამოვიცანი, დეტალებში მოვუყევი რაც დავინახე. თუმცა…
  • თუმცა რა მოხდა ?
  •  პოლიცია დიდი მონდომებით არ გამოირჩეოდა როგორც კი გაიგეს რომ ქალბატონი იეღოველი იყო. ესევე გულგრილობა გამოაჩინეს, მე გადავეკიდე რატომ არ დაკითხავთ ამ ქალბატონბს მეთქი? ჩემს კომენტარზე პოლიციამ შემიღრინა-შენ ჭკუას ნუ გვასწავლი. ჩვენ იმდენი საქმე გვაქვს , სადა გვაქვს იმის დრო რომ იეღოვას მოწმეებს ვდიოთო.  მართალია იმ დღეს ლეილა წაიყვანეს მაგრამ მე ვერ მოვისმევენ და დავიწყე ლეილას ძებნა ბათუმი პატარა ქალაქია, ყველა ერთმანეთს იცნობხ,  ლეილა ვიპოვნე მაგრამ მას უფრო დიდი პრობლემა აქვს, მას არც პოლიცია და არც ოჯახის წევრები არ იცავენ. 
  • რისი თქმა გინდათ?! 
  • მინდა რომ საზოგადოებამ იცოდეს, ეს ქალბატონი საფრთხეშია, ძმისგანაც და პოლიციის მიერ გულგრილობისგან. მიუხედავად იმის რომ მე პოლიციას ვუთხარი ორი თავდამსხმელისგან ვინ იყო ერთი, მათ არ დაუკავებიათ მამაოს შვილი, მე  უდანაშაულობის პრეზუმციას ვიცავ და მის გვარს და სახელს არ ვამბობ მაგრამ, პოლიციას მივმართავ, არ მოგასვენებთ მოგაკიტხავთ ხშირად და მოვითხოვ რომ ლეილას თავდამსხმელი დააკავოთ. 
  • თქვენ კიდევ მიაკითხეთ პოლიციას ? 
  • რა თქმა უნდა, ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია და აბა მაშ ვინ უნდა დაიცვას ეს ქალბატონი ? არ მაინტერესებს მე პოლიციის გულგრილობა,  სანამ არ დავინახავ  რომ თავდამსხმელები დაისაჯნენ, მანამდე არ გავჩუმდები.

ჩასწორება რედაქციისგან 30 იანვარი

  •   პ.ს.  სტატიის გასვლიდან ორი დღის შემდეგ რედაქციას დაუკავშირდა მოქალაქე, რომელმაც ითხოვა კონფიდენციალურობის დაცვა, მან სრული სიზუსტით მიაწოდა ჟურნალისტს თავდასხმის დეტალები და ასევე ჟურანლისტს აცნობა რომ მან ამოიცნო მეორე თავდამსხმელიც. საქმე ეხება აჭარის პროკურატურის თანამშრომლის ძმას -ნიკა ჯაფარიძეს. ჟურნალისტური გამოძეიბის შედეგად შეგვიძლია სრული სიზუსტით ვთქვათ რომ  დადგენილია  მეორე თავდამსხმელის სახელი და გვარი. მედია ორგანიზაცია ქრონიკა იმედევნობს რომ დამნაშავეები იქნებიან  დასჯილნი და უფლებადამცველები კი დაიცავენ ქალბატონ ლეილას