ილონ მასკი მომხრეა, შეერთებულმა შტატებმა NATO და გაერო დატოვოს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტს გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ დროა, ამერიკამ NATO და გაერო დატოვოს.

„ვეთანხმები!“ – წერს მასკი.