ვფიქრობ, რომ ამ დაპირისპირებაში არავინ არ გაიმარჯვა, მიმდინარეობს ბრძოლა და ეს იყო ერთ-ერთი ფაზა ამ ბრძოლის, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ ისრაელი-ირანის შეიარაღებულ დაპირისპირებაზე საუბრისას.

„აქ არის ორი მოთამაშე, ერთი ამერიკის შეერთებული შტატები და მეორე ისრაელი. ორივეს აქვს თავისი ინტერესი. ისრაელის ინტერესი არის ეგზისტენციალური, მას უნდა, რომ ირანი დასუსტდეს, ის სამხედრო შესაძლებლობები არ ჰქონდეს, რაც პოტენციურად აქვს. შეერთებული შტატების ინტერესი ცოტა სხვა არის, რა თქმა უნდა ისინი მოკავშირეები არიან. შტატებისთვის ირანი არის ჩინეთის მთავარი მოკავშირე და გლობალურად რომ შევხედოთ ბრძოლა მიმდინარეობს ამერიკასა და ჩინეთს შორის.

შეერთებული შტატები გრძნობს, რომ მის ჰეგემონიას მსოფლიოში ეცილება აღმავალი ძალა ჩინეთი და ცდილობს, რომ ჰეგემონია შეინარჩუნოს“, – აღნიშნა ირაკლი გოგავამ.