საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქვეყნის ეკონომიკის ზრდის განახლებულ მონაცემს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„2025 წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 11.1% შეადგინა. ასევე, იანვარში ექსპორტი გაიზარდა 19.3%-ით და 403.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
სავალუტო ფონდის თანახმად, 2025-2029 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მეზობელ, რეგიონის, ევროკავშირის კანდიდატ და ზოგადად, ევროპის ქვეყნებს შორის, – წერს პრემიერ-მინისტრი.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11,1%-ით გაიზარდა. ამავდროულად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა.