კიევში გამართული „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის მონაწილეებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს და რუსეთს 30 დღით ცეცხლის უპირობო შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
დიდი ბრიტანეთის საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის პირველი პირები აცხადებენ, რომ შეთანხმების შეუსრულებლობის შემთხვევაში ევროპა შეერთებულ შტატებთან ერთად რუსეთს დამატებით სანქციებს დაუწესებს.