მოგეხსენებათ, რომ ბატონი [დავით] ჯუღელი არის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი. ეს უკვე რა თქმა უნდა ბევრ კითხვაზე პასუხს სცემს, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
„ასევე, ძალიან საინტერესოა გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ როდესაც ბატონმა სააკაშვილმა დაავალა ქალბატონ სოფო ჯაფარიძეს რეგიონული ტურნე, ბატონი ჯუღელიც მონაწილეობდა ამ ტურნეში და ასევე ქალბატონი ჯაფარიძის ძალიან ახლო მეგობარია. შესაბამისად, რა თქმა უნდა ახლა აქ კითხვის ნიშანი არც არსებობს. ეს თემა ჩვენ ძალიან გვაგონებს თეთრიწყაროს მოსამართლის თემას, რომელმაც აბსურდულიგადაწყვეტილება მიიღო და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ მისი მეუღლე გახლდათ „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტი. ის თავის მეუღლეს შემდეგ პოსტებსაც უძღვნიდა, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მე შენ მარწყვის ტორტს დაგახვედრებ სახლშიო“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
მოსამართლის მანტიიდან ოპოზიციის აქტივისტობამდე – ვინ არის ახლა უკვე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დავით ჯუღელი და რას ემსახურება მისი პოლიტიკური განცხადებები.