წელს რთველზე იქნება განსხვავებული ფასი კონდიციურ, ჯანსაღ ყურძენს შორის და დაზიანებულ, არაკონდიციურ ყურძენს შორის, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.
მისივე თქმით, ქართული ღვინის ხარისხმა მკვეთრად მოიმატა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ერთია ის ტექნოლოგიები და საშუალებები, რითაც მეღვინეები ღვინოს ამზადებენ, თუმცა ვენახი და ყურძენი არის ის მთავარი კომპონენტი და ნედლეული, რომელიც არის ქვაკუთხედი ხარისხიანი, ქართული ღვინის, ამიტომ აქ კომპრომისი დაუშვებელია“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.